სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ნახვა: 545

დავით ბახტაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ნახვა: 608

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადების საკითხზე საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს შეხვდა. საორგანიზაციო შეხვედრაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი სამუშაოები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

ნახვა: 676

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ნახვა: 771

მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

სამტრედიის მე-10 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

ნახვა: 851

სამტრედიის იპოდრომზე ცხენოსნობასა და დოღში სამტრედიის გრან-პრი გაიმართა

ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნახვა: 894

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სამი ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვისა და ქალაქის კეთილმოწყობის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამი ერთეული სპეციალური ტექნიკა — ორი თვითმცლელი და ერთი სარწყავი ავტომანქანა შეიძინა.

ნახვა: 898

მინი ფეხბურთის ტურნირში კორმაღალის გუნდმა გაიმარჯვა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებსა და უბნებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირები აქტიურად მიმდინარეობს.

ნახვა: 899