×

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

სამტრედია მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრზე. იგი პირველად, ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII-საუკუნის II_ე ნახევარში, როგორც სოფელი. მას შემდეგ, რაც 1871-1872 წწ-ში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობა დასრულდა, სამტრედიამ შეიძინა ახალი ფუნქცია (რაც მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე არის დამოკიდებული) და გახდა სარკინიგზო კვანძი.ამის შემდეგ სამტრედია გვხვდება, როგორც დაბა. მოგვიანებით კი ის ქალაქის სტატუსს იძენს. სამტრედიის მუნიციპალიტეტი 15 ადმინისტაციულ ერთეულს აერთიანებს, რომელშიც 49 სოფელი 1 დაბა შედის.

ამჟამად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 42200 ადამიანს შეადგენს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 36 სკოლა და 24 საბავშვო ბაღი. დღეს სამტრედია არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი. მას ესაზღვრება საქართველოს 2 კუთხე, გურია და სამეგრელო. მოსაზღვრე ქალაქებია: წყალტუბო , ხონი , ვანი , აბაშა და ჩოხატაური. ქალაქიდან 10 კილომერში არის „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი“.

ქალაქში განვითარებულია ვაჭრობა. გარშემო სოფლებში აქტიურად მისდევენ: მესაქონლეობას , მეფრინველეობას , მეფუტკრეობას და სოფლის მეურნეობას. სამტრედიაში განვითარებულია სპორტული სახეობები. ქალაქს ჰყავს საფეხბურთო გუნდი , „ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონით“, რომელიც 15000ადამიანს იტევს. მოქმედებს სპორტული სკოლები სადაც ასწავლიან: კალათბურთს, ჭიდაობას, ჭადრაკს, კარატეს...სამტრედიას ჰყავს სარაგბო და ქალთა საფრენბურთო გუნდები. სამტრედიის მუნიციპალიოტეტის ნაბაკევის თემში ყოველწლიურად ტარდება ტრადიციული ქართული სპორტული ასპარეზობა „ლელობურთი“. განსაკუთრებით არსანისნავია , რომ სამტრედიაში არის იპოდრომი, სადაც საცხენოსო სპორტის რამდენიმე სახეობაში იმართება შეჯიბრებები. ქალაქში არის სპორტული საცურაო აუზი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურით. აქ ფუნქციონირებს „ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი“. თეატრი, სახელოვნებო და სამუსიკო სკოლები.

სამტრედიამ ბევრი საამაყო შვილი აღუზარდა სამშობლოს, რომლებთაც XIX , XX და XXI საუკუნეების საქართველოს ისტორიაში ღირსეული ადგილი უკავიათ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი ასევე საინტერესოა ტურიზმის მიმართულებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ისტორიულ-გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობები. საგულისხმოა , რომ სამტრედია არის იმ იშვიათ მუნიციპალიტეტებს შორის , სადაც მოსახლეობა დღემდე აქტიურად იყენებს მდინარე რიონზე არსებულ ბორანს. ქალაქში არის ბალნეოლოგიური კურორტი, გოგირდოვანი წყლებით, რომელიც რამდენიმე სახეობის დაავადებებს კურნავს.

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

გამოკითხვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია UNDP-ს ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს საცურაო აუზის განახლებას აღდგენის შემთხვევაში ისარგებლებთ თუ არა საცურაო აუზის სერვისებით?

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი