სამტრედიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - სამტრედიის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის დასავლეთ ნაწილში, წარმოადგენს საკვანძო მუნიციპალიტეტს, მდებარეობით არის იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს სასაზღვრო მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტი არის ამიერკავკასიის ერთერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის კვანძი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია საავტომობილო გზების კვანძს წარმოადგენს, როგორც შიდასახემწიფოებრივი გზებისთვის, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მშენებარე გზისთვის.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს დავით აღმაშენებელის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ქალაქ სამტრედიის სასოფლო-სამეურნეო ბაზარი, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. სამტრედიის აგრო-ბაზარით მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ინტენსიურად სარგებლობს.

რადგან მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი ნაყოფიერი მიწით, უხვი წყლის რესურსებითა და ხელსაყრელი კლიმატური პირობებით.

მუნიციპალიტეტს აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დიდი ისტორია, აქცენტი კეთდება ისეთი კულტურების მოყვანაზე, ძირითადად მარცვლეული, კენკროვანი მცენარეები და სხვა.