×

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი

მისამართი: ფოთის ქ. #3
ტელეფონი: (599) 40 33 43

პიონერთა სახლის პირველი დირექტორი გახლდათ ლოლა კაჭარავა. 1942 წლიდან დირექტორად ინიშნება მარო ბახტაძე იგი 8 წელი ხელმძღვანელობდა ამ სახლს ჩამორთმეულ ბინაში და ფუნქციონირებდა მხოლოდ 6 წრე. 1950 წლიდან დირექტორად ინიშნება ქეთევან ციცხვაია, რომელიც მხოლოდ 2 წელი მუშაობს. მას ცვლის ვენერა კიღურაძე და 1954 წლიდან პიონერთა სახლის დირექტორად ინიშნება ეთერ ფაღავა. 1954 წელს პიონერთა სახლს შეუცვალეს ბინა, გადაიყვანეს ცალკე შენობაში, რითაც შედარებით გაუმჯობესდა წრეების მუშაობის მდგომარეობა. ამ დროისთვის პიონერთა სახლში უკვე 10 სხვადასხვა დასახელების წრე და 17 ჯგუფი მუშაობდა. 1963 წელს პიონერთა სახლის დირექტორად დაინიშნა დარეჯან თევზაძე, რომელსაც სულ მალე ცვლის ა/კ რკინიგზის N13 საშუალო სკოლის უფროსი პიონერთ ხელმძღვანელი მაყვალა ჩაჩუა. 1969 წლიდან დირექტორად ინიშნება მაყვალა აკაკის ასული ჩაჩუა, რომელიც 2005 წლამდე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მუშაობს 20 დასახელების წრე:

  • ისტორია-მხარეთმცოდნეობის;
  • ინგლისური ენა;
  • გერმანული ენა;
  • ფრანგული ენა;
  • რუსული ენა;
  • ქიმია;
  • უნარ-ჩვევები;
  • ქართული ხალხური სიმღერების წრე;
  • ქართული ხალხური ცეკვა;
  • ქართული ხალხური საკრავები;
  • თანამედროვე რითმული ცეკვები;
  • ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფი ,,ორუდილა”;
  • ვოკალური ანსამბლი ,,იმედი”;
  • ფორტეპიანო ზეპირი;
  • ნორჩ დიზაინერთა წრე ;
  • ქსოვა;
  • მაკრამე;
  • ხეზე კვეთა;
  • ნორჩ ჟურნალისტთა წრეები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოქმედებს მოსწავლეთა თვითმმართველობა და მოსწავლეთა პარლამენტი.

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

გამოკითხვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია UNDP-ს ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს საცურაო აუზის განახლებას აღდგენის შემთხვევაში ისარგებლებთ თუ არა საცურაო აუზის სერვისებით?

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი