×

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025 / 2026

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვისა და ქალაქის კეთილმოწყობის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამი ერთეული სპეციალური ტექნიკა — ორი თვითმცლელი და ერთი სარწყავი ავტომანქანა შეიძინა.

ახალი ტექნიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულების ხარისხს, გაზრდის მომსახურების არეალს და ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის მოწესრიგებას. ამასთანავე, გაუმჯობესდება იმ თანამშრომლების სამუშაო პირობები, რომლებიც ქალაქის სისუფთავესა და კეთილმოწყებაზე ყოველდღიურად, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ.

ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტი სპეციალიზებულ რეჟიმში მომუშავე სამეურნეო სამსახურებისთვის დამატებით სხვადასხვა სახის ტექნიკის შეძენასაც გეგმავს.

პარალელურად, გრიბოედოვის ქუჩაზე, ყოფილი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, ე.წ. „საქმიანი ეზოს“ პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზე განთავსდება დასუფთავების, კეთილმოწყობისა და კომუნალური გაერთიანების სამსახურები, შესაბამისი ტექნიკა და ინფრასტრუქტურა. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკიც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მუნიციპალიტეტისთვის დაგეგმილია ოთხი ერთეული ავტობუსის გადმოცემა. ასევე ხორციელდება ორი მიკროავტობუსის შეძენა, რაც საქალაქო ტრანსპორტის განახლებასა და მოსახლეობის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„მუნიციპალიტეტის სამეურნეო სამსახურების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შეძენილი ორი თვითმცლელი და ერთი სარწყავი ავტომანქანა გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, გაზრდის სამუშაოების ეფექტიანობას და ჩვენს თანამშრომლებს უკეთეს სამუშაო პირობებს შეუქმნის. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ტექნიკური ბაზის განახლებას მომავალშიც გავაგრძელებთ. მადლობას ვუხდი სამეურნეო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ქალაქის მოწესრიგებისთვის ყოველდღიურად დაუღალავად შრომობენ“, — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სამი ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სამი ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სამი ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა
 

 

ნახვა: 19

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი