×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრადიცია არც 2023 წელს დაარღვია და სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სიკეთე გადამდები აღმოჩნდა ბიზნესმენ ლევან თარგამაძისთვის, რომელმაც დღეს მამა ექვთიმეს (ჩაჩუა) 7 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

,მინდა ყველა სამტრედიელს მივულოცო შობა-ახალი წელი. მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვოთ. მიხარია, რომ ჩემს სამტრედიაში ბევრი სასიკეთო ცვლილებაა და ეს ბატონი დავით ბახტაძის დამსახურებაა. დღეს კიდევ ერთი ოჯახი გვინდა გავახაროთ და სახლი ვაჩუქოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საჩუქართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ახალი სახლის მფლობელმა და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

,,უღრმესი მადლობა ბატონ კახი კალაძეს და დავით ბახტაძეს, რომლებმაც ჩემს ოჯახს უჩვეულოდ ბედნიერი შობა გაუთენეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატად”, – განაცხადა მაია პატარიძე-ჭაფოძემ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სიკეთე გადამდებია და ამის მაგალითია ბიზნესმენ ლევან თარგამაძის ქველმოქმედება.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს, რადგან უკვე რამდენიმეწლიან ტრადიციას არ არღვევს და ასეთ დიდ ქველმოქმედებას ეწევა. იგი მუდმივად ცდილობს შეუმსუბუქოს საყოფაცხოვრებო პირობები ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. სიკეთე ნამდვილად გადამდებია და ამის დასტურია ლევან თარგამაძის ქველმოქმედება. მადლობა ამ ადამიანებს ასეთი თანადგომისთვის. ყველად ბედნიერ შობას გისურვებთ”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამტრედიელებს კახა კალაძემ გრანდიოზული კონცერტი აჩუქა.

 

ნახვა: 1072

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი