×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრადიცია არც 2023 წელს დაარღვია და სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სიკეთე გადამდები აღმოჩნდა ბიზნესმენ ლევან თარგამაძისთვის, რომელმაც დღეს მამა ექვთიმეს (ჩაჩუა) 7 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

,მინდა ყველა სამტრედიელს მივულოცო შობა-ახალი წელი. მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვოთ. მიხარია, რომ ჩემს სამტრედიაში ბევრი სასიკეთო ცვლილებაა და ეს ბატონი დავით ბახტაძის დამსახურებაა. დღეს კიდევ ერთი ოჯახი გვინდა გავახაროთ და სახლი ვაჩუქოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საჩუქართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ახალი სახლის მფლობელმა და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

,,უღრმესი მადლობა ბატონ კახი კალაძეს და დავით ბახტაძეს, რომლებმაც ჩემს ოჯახს უჩვეულოდ ბედნიერი შობა გაუთენეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატად”, – განაცხადა მაია პატარიძე-ჭაფოძემ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სიკეთე გადამდებია და ამის მაგალითია ბიზნესმენ ლევან თარგამაძის ქველმოქმედება.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს, რადგან უკვე რამდენიმეწლიან ტრადიციას არ არღვევს და ასეთ დიდ ქველმოქმედებას ეწევა. იგი მუდმივად ცდილობს შეუმსუბუქოს საყოფაცხოვრებო პირობები ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. სიკეთე ნამდვილად გადამდებია და ამის დასტურია ლევან თარგამაძის ქველმოქმედება. მადლობა ამ ადამიანებს ასეთი თანადგომისთვის. ყველად ბედნიერ შობას გისურვებთ”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამტრედიელებს კახა კალაძემ გრანდიოზული კონცერტი აჩუქა.

 

Hits: 1124

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive