სამტრედიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი ქარის გამო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერი ქარის შედეგად სამტრედიაში, წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს ელექტრო სადენები, საახალწლო განათებები, ქვაფენილი, დეკორატიული ღობეები. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები.

ნახვა: 3045

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა შობა-ახალი წელი მიულოცა სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილეთან, გია მეიშვილთან ერთად შობა-ახალი წელი მიულოცა სხვადასხვა უწყების რეგიონულ სამსახურებს, რომელთა თანამშრომლები შობა-ახალი წლის დღეებშიც სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, მოქალაქეთა სიმშვიდის, ჯანმრთელობის და წესრიგის სადარაჯოზე.

ნახვა: 2766

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრადიცია არც 2023 წელს დაარღვია და სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა.

ნახვა: 2511

სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი ჩატარდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნახვა: 2819

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს საახალწლო ნობათი დაურიგეს.

ნახვა: 3796

საახალწლოდ მორთული ულამაზესი სამტრედია

საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, თუ როგორ გამოიყურება სადღესასწაულოდ მორთული სამტრედია..

ნახვა: 3295