×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

წლის შემაჯამებელი კონცერტი ანსამბლმა ,,იმერმა“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში სრული ანშლაგით წარადგინა. ქართული ქორეოგრაფიის გათანამედროვებული ნიმუშები ანსამბლ ,,იმერის“ ხელწერად უკვე წლებია იქცა, თუმცა დღევანდელმა სანახაობამ მოლოდინს გადააჭარბა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,იმერი“ არა თუ ინარჩუნებს, არამედ ახალ სიცოხლეს სძენს ჩვენი ფასდაუდებელი ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს.

საკონცერტო პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპოზიციას აერთიანებდა, 2 საათის განმავლობაში მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა, მით უფრო, როცა საზოგადოების წინაშე იმერის ყველაზე პატარა ასაკის, ახალი თაობის მოცეკვავეები წარსდგნენ. პატარა გოგო–ბიჭებმა საოცარი ოსტატობით შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. დარბაზის განსაკუთრებული ოვაცია და აპლოდისმენტები სწორედ მათ ეკუთვნოდათ. ყაზბეგური, განდაგანი,სვანური, ქალაქური, კინტაური,ხორუმი–ეს და კიდევ სხვა ქართული ცეკვები ,,იმერელებმა“ დაუვიწყარ საღამოდ აქციეს.

,,სოსო შენგელია არის ერთ–ერთი გამორჩეული,ძლიერი ქორეოგრაფი და ეს დღევანდელმა კონცერტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფოლკლორის ზეიმს დავესწარი, მიხარია ამდენი ნიჭიერი მოცეკვავის ყურება. მადლობა თითოეულ მათგანს ასეთი დაუღალავი შრომისთვის,“ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი მეიშვილმა.

,,ჩვენი ყველაზე კარგი შემფასებელი მაყურებელია და ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ,,იმერი“ მოწოდების სიმაღლეზე დგას. ეს გულწრფელი დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობა და ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია ბოლომდე დავიხარჯოთ მათთვის. მადლობა ჩემს დაუღალავ პედაგოგებს, ,,იმერში“ გაზრდილ მარი შენგელიას, ნატალია კიკაჩეიშვილს და თამარ თევზაძეს. თითოეულ მოცეკვავეს, მათ მშობლებს და საზოგადოებას, რომ ასე უყვართ ჩვენი ანსამბლი,“ განაცხადა ,,იმერის“ ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა სოსო შენგელიამ.

დღევანდელ კონცერტს შეუერთდა საკათედრო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი ,,მასპინძელი“, რომლებმაც ხალხურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები ააჟღერეს.

 

სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 
სამტრედიაში ანსამბლ
 

ნახვა: 141

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი