დღეს, ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოყვარულთა თასის მუნიციპალური ტურნირის ფინალი ჩატარდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს ბაშის და იანეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ანგარიში იანეთიდ გუნდის სასარგებლოდ 2:0 დასრულდა
ორივე გოლი ბაჯო კანდელაკმა გაიტანა.
ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იყო ჩართული.
გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას რეგიონულ თამაშებში მიიღებს.
ტურნირს კოორდინაციას სამტრედიელი ვეტერანი ფეხბურთელი, დავით თვალაბეიშვილი უწევდა.
ფინალურ მატჩს მუნიციპალიტეტის მერი,დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად ესწრებოდა.
დავით ბახტაძე -,,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით ჩვენ ვამკვიდრებთ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციებს. საფეხბურთო ტურნირს, რომელმაც გააერთიანა სპორტის მოყვარული არაერთი ადამიანი, მერიის მხარდაჭერა მუდმივად ექნება. ვულოცავ იანეთის გუნდს გამარჯვებას და მიხარია, რომ ის რეგიონალურ ტურნირზე იასპარეზებს."