×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მჭიდრო თანამშრომლობით, დღეს სამტრედია მუზეუმების საერთაშორისო დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებით შეუერთდა.

მსოფლიო ამ თარიღს ყოველი წლის 18 მაისს აღნიშნავს. თარიღის აღსანიშნავად დღეს, ნიკო ნიკოლაძის საგვარეულო მამულში კომლექსურად დაგეგმილი კულტურულ–საგანმანათლებლო სახის ღონისძიებები გაიმართა.

ხალხმრავალი და საინტერესო სანახაობა მუზეუმში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

დღევანდელ ვიზიტორებს N11 საჯარო სკოლის ნორჩ გიდთა გუნდი უწევდა მეგზურობას. მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. საინტერესო ნამუშევრების დათვალიერება დღეს მუზეუმში მისულმა სტუმრებმა ღია სივრცეში შეძლეს. მუზეუმის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსის – ,,ჩემი კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში შექმნილი 50–მდე ნამუშევარი, მუნიციპალიტეტის 20–მა სკოლამ წარმოადგინა. ფარული ხმის მიცემის პრინციპით, კომპეტენტურმა ჟიურიმ, დღესვე გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც მერიისგან ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაზე საინტერესოდ წარსდგა N2 საჯარო სკოლა. კომპოზიცია ,,ნიკო ნიკოლაძე–გზა, რომლითაც ვიარე“ ერთ–ერთი გამორჩეული ქართველი მოღვაწის ცხოვრებას და მოღვაწეობას მიეძღვნა. დღეს მსმენელს საკუთარი პოეზია გააცნო, პოეტმა თემურ ელიავამ. მისი პოეზიის თაყვანისმცემლებმა დღეს კიდევ ერთხელ მოისმინეს პოეტის მიერ წაკითხული ლექსები.

ღონისძიება დომენტი შანიძის სახელობის სამტრედიის N1 სახელოვნებო სკოლის სიმებიანმა კვარტეტმა კლასიკური მუსიკის კონცერტით დაასრულა.

დღევანდელ ღონისძიებებს მუზეუმში ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია, მერის მოადგილე გიორგი მეიშვილი, საჯარო სკოლების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დავით ბახტაძე- ,,მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის არის ახალგაზრდული პროექტების და ინიციატივების მხარდამჭერი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენაში, ამიტომ სამომავლოდაც დაგეგმილი გვაქვს ბევრი ღონისძიება. მივესალმები ახალგაზრდების ასეთ აქტიურობას, მადლობა მათ მშობლებს, პედაგოგებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ განათლების ასამაღლებლად. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და სრულიად საქართველოს ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს.''

,,დღევანდელი დღე ცხადყოფს რაოდენ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობა ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის. სწორედ კულტურული მემკვიდრეობის საცავები არის მუზეუმები. მოხარულები ვართ, რომ გმასპინძლობთ მუზეუმის კვირეულის ფარგლებში. მადლობა მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და მერიის თანამშრომლებს. რომ არა მათი ასეთი აქტიური თანამშრომლობა დღევანდელი დღე ასეთი პომპეზური ვერ იქნებოდა. მადლობა ახალგაზრდებს და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს იმისთვის, რომ ასე აქტიურად ჩაერთნენ დღევანდელი დღის აღნიშვნაში,“ აღნიშნა მედიასთან საუბარში ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმის დირექტორმა, გიორგი ფანცულაიამ.

 

სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 
სამტრედიაში მუზეუმების საერთაშორისო დღე
 

ნახვა: 648

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი