სამტრედიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლიდან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გზების გაწმენდისა და უხვი ნალექის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
იწმინდება შიდა სასოფლო გზები, რასაც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამისი ტექნიკა. გზების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე აკვირდება მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ზაქრაძე ადგილობრივი თვითმმართველოვის წარმომადგენლებთან ერთად.