×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები დაიწყოს.

პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 800-მდე სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80-მდე სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები უკვე დაიწყო. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში.

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირათ თევდორაძესთან ერთად რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა.

თითქმის დასრულების ფაზაშია იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

დავით ბახტაძე – ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით და მათ საჭიროებებზე მორგებული სამასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით როგორ ყველა მიმართულებით, ასევე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები გვაქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ. პროექტებო გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.”

 

სამტრედიაში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 

ნახვა: 1168

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი