ძლიერი ქარის გამო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერი ქარის შედეგად სამტრედიაში, წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს ელექტრო სადენები, საახალწლო განათებები, ქვაფენილი, დეკორატიული ღობეები. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები.
მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.