სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობას. სამომავლო გეგმების განხილვისას დავით ბახტაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაგეგმილი პროექტები მიმართული იყო მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ და სრულად პასუხობდეს მოსახლეობის საჭიროებებს.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა სამტრედიაში საჯარო სერვისებზე წვდომის კიდევ უფრო გაუმჯობესების აუცილებლობას.














