×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025 / 2026

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალური სახლების მშენებლობაზე, რომლის მიზანია მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. პროგრამის შედეგად, 7 ოჯახი უკვე ახალ სახლში ცხოვრობს. პროექტის საერთო ღირებულება 492 062 ლარს შეადგენს და სრულად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლებული ადმინისტრაციული შენობა, სადაც რეაბილიტაციის შედეგად განახლდა ადმინისტრაციული სივრცე, ბიბლიოთეკა და კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობისთვის განკუთვნილი დარბაზი. პროექტის ბიუჯეტი 229 049 ლარია და სრულად დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.

ლევან ზალკალიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ისე საჯარო და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც რეგიონული გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ახალი სოციალური საცხოვრებლები და განახლებული საჯარო სივრცეები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ჩვენთვის პრიორიტეტულია პროექტები, რომლებიც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება,“ - განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ინტენსიურად გრძელდება.

 

სამტრედიაში სოციალური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება
 
სამტრედიაში სოციალური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება
 
სამტრედიაში სოციალური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება
 
სამტრედიაში სოციალური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება
 
სამტრედიაში სოციალური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება
 

 

ნახვა: 542

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი