სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. რეჭის უბანში იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო გარე განათებები.
სამტრედიაში, საგზაო სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერია ქალაქისა და სოფლების თანაბარი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის 70-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალმთიან სოფლებში კაპიტალური გზების მოწყობაზე.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ამირან თევდორაძე და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.














