×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025 / 2026

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

სამტრედიაში იზრდება საინვესტიციო დაინტერესება და იქმნება ახალი საწარმოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას. მიმდინარეობს კერძო სექტორის გააქტიურება — ახალი ობიექტების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში, მერმა დავით ბახტაძემ და მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოინახულეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო და მიმდინარე ობიექტი, სადაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

შპს „ენგადი“ — თანამედროვე სასაწყობე მეურნეობა

ერთ-ერთი მსხვილი პროექტია შპს „ენგადი“, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 25 000 მ² ფართობზე აწყობს თანამედროვე სასაწყობე მეურნეობას. პროექტი ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი სასაწყობე და სადისტრიბუციო ზონების მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროდუქციის შენახვისა და დისტრიბუციის პროცესს. მშენებლობა მიმდინარეობს ინტენსიურად, ხოლო ობიექტის ტერიტორია გამოირჩევა ხელსაყრელი მდებარეობით — სარკინიგზო კვანძთან და საერთაშორისო მაგისტრალთან სიახლოვე პროექტს დამატებით უპირატესობას ანიჭებს.

შპს „ჯორჯიან გლობალ სფაისი“ — დაფნის გადამამუშავებელი საწარმო უცხოური ინვესტიციითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით მერიის მონიტორინგის ფარგლებში ვიზიტი შედგა შპს „ჯორჯიან გლობალ სფაისში“, რომელიც ახორციელებს დაახლოებით 20 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტს.

საწარმო ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია და სპეციალიზდება დაფნის შეგროვებასა და გადამუშავებაზე — აქ განთავსდება პროდუქციის შეფუთვის, დაფასოების, დისტრიბუციისა და საწყობის ზონები. პროექტი ხორციელდება უცხოური ინვესტიციით და თანადაფინანსებულია სახელმწიფოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს საწარმოს განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. საწარმოში დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის. გეგმაშია დაფნის ნარგაობის გაშენება სამტრედიის ტერიტორიაზე, რაც გააძლიერებს აგრარულ სექტორს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

შპს „ვესტ ინვესტი“ — გაყინული ხორცპროდუქტების წარმოება

სამტრედიაში წარმატებით ფუნქციონირებს შპს „ვესტ ინვესტი“, რომელიც სპეციალიზებულია გაყინული ხორცპროდუქტების დამუშავებაში, დაფასოებასა და დისტრიბუციაში. საწარმოში დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და მზარდ მოთხოვნაზე დროულ რეაგირებას. „ვესტ ინვესტი“ ადგილობრივ ბაზარზე ქმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს მუნიციპალიტეტის კვებითი ინდუსტრიის მიმართულებას.

შესაფუთი მასალების თანამედროვე საწარმო

სამტრედიაში ფუნქციონირებს წარმატებული კომპანია ,,გოლდ პაკი", რომელიც სპეციალიზებულია შესაფუთი მასალების იმპორტსა და წარმოებაში. კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს 400-ზე მეტ დასახელების პროდუქტს — ქაღალდის, პლასტმასის და ალუმინის მასალებს. რომელმაც თავისი წარმოება სხვა ქალაქებიდან სწორედ სამტრედიაში გადმოიტანა და აქ მოაწყო თანამედროვე ტიპის სასაწყობე და სამრეწველო ჰაბი. 14 800 მ² ფართობზე განთავსებულ სრულად განახლებულ საწარმოში მიმდინარეობს თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული დანადგარების მონტაჟი, რომლებიც ჩამოაქვთ ჩინეთიდან და თურქეთიდან.

საწარმოში დასაქმებულია 70-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები, ხოლო გაფართოებასთან ერთად იგეგმება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.  

მერიის თანადგომა და ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს კერძო ინიციატივებს და ბიზნესის განვითარებას:

„ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო უპირველესი ხელშემწყობია ბიზნესის განვითარების და სამტრედია დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მუნიციპალიტეტია ბიზნესის წარმოებისთვის. ჩვენი უპირატესობაა სტრატეგიული მდებარეობა, სარკინიგზო და საავტომობილო კვანძის გასასვლელები და დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე. ეს პირობები ქმნის საუკეთესო გარემოს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტისთვის. ჩვენ ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ყველა იმ ინვესტორს, რომელიც მუნიციპალიტეტში ქმნის სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს.“

ინვესტორებმა მადლობა გადაუხადეს მერს დავით ბახტაძესა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო პროექტების შეუფერხებელი მიმდინარეობა როგორც ნებართვების, ისე ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მიმართულებით.

სამტრედიაში მიმდინარე საწარმოო და საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ წინსვლას, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას და ადგილობრივი დასაქმების ზრდას.

 

სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 
სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი
 

 

ნახვა: 567

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი