სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.
დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდა. ეს არის, საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგოც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე, მრავასართულიანი ბინების ფასადების მოწყობა.
დავით ბახტაძე- ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება. სამტრედიაში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის საკეთილდღეოდ იყო მიმართული და მომავალშიც მათ საუკეთესო ინტერესებზე იქნება მორგებული."