სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვადასხვა სპორტულ სახეობებში რეგიონალური ჩემპიონატები.
მუნიციპალიტრტის მერის, დავით ბახტაძის მხარდაჭერით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სამტრედიაში ,,სკოლიმპიადა’’ 2024-2025 წწ’’ მიმდინარეობს.
მუნიციპალურ თამაშები, რომელშიც მონაწილეობას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2008-2009-2010 წელს დაბადებული მოსწავლეებით დაკომპექტებული გუნდები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში იმართება.
მუნიციპალურ თამაშებში გამოვლენილი გამარჯვებული სკოლის გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ თამაშებში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მხარდაჭერით რეგინალურ თამაშებში მონაწილე გუნდებს ყველა საჭიროებით უზრუნველყოფს.