სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს;
პროფესია (განათლების რელევანტურობა), ცნობა ან/და დიპლომი - უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად;
კანდიდატს - არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, აუცილებელია კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, განახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება, აპლიკანტის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა;
სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, დაუდგინდება სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.
ანაზღაურებადი სტაჟირება შეადგენს 4 თვეს და მსურველმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ინფორმაცია სწავლების საფეხურის შესახებ და აკადემიური მოსწრების შესახებ; გ) სამოტივაციო წერილი;
განაცხადები მიიღება მიიღება 2024 წლის 02-დან 08 აგვისტოს ჩათვლით
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია hr.gov.ge -ზე 2024 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის არქიტექტურის საკითხებში სტაჟიორი - 1 ვაკანსია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო-საინჟინრო საქმის საკითხებში სტაჟიორი - 1 ვაკანსია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთ დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ტურიზმის საკითხებში სტაჟიორი - 1 ვაკანსია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებაში შესყიდვების საკითხებში სტაჟიორი - 1 ვაკანსია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებში სტაჟიორი - 1 ვაკანსია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულიგანყოფილების იურიდიულ საკითხებშისტაჟიორი - 1 ვაკანსია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების შიდა კონტროლის საკითხებში სტაჟიორი - 1 ვაკანსია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის ქონების მართვის საკითხებში სტაჟიორი - 1 ვაკანსია;
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდზე - hr.gov.ge-ზე.