სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, შეკრებილ ახალგაზრდებს იმ მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს უკავშირდება, ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის შესახებ, შესრულებული სამუშაოების, ჩატარებული კულტურული ღონისძიებების და მუნიციპალიტეტის განვითარების პირობების შექმნის საკითხებზე.
დავით ბახტაძე -,,ჩვენთვის პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვა მუნიციპალიტეტის განვითარებაში, მათი ინიციატივების გაზიარება და მხარდაჭერა.''
დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გიორგი მეიშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდა, მოხდა ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, არჩეული თავმჯდომარის მიერ კი მოადგილის და მდივნის წარდგენა. ახალგაზრდულო საბჭოს თავმჯდომარედ ტრისტან ერაძე იქნა არჩეული. თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მელქაძე, მდივანი ნინო ქავზინაძე.
ახალგაზრდულ საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტებია.