სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადილესთან, ვაჟა სტურუასთან, მოადგილეებთან, ლადო ზაქრაძესთან, გია მეიშვილთან, კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დააჯილდოვა.
თითოეულ მათგანს სიგელები, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდოების გადაეცათ.
დავით ბახტაძე-,,ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ბევრ სიხარულს და წარმატებას. დღეს სამტრედიის მუნიციპალოტეტის მერიის ორგანიზებით დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი სამტრედიელები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში წარმატება მოუტანეს, როგორც ჩვენ მუნიციპალიტეტს, ასევე მთლიანად საქართველოს. ბედნიერი ვარ , რომ სამტრედია ყოველთვის გამოირჩეოდა წარმატებული ქართველების აღზრდით. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები სტიმულია მომავალი თაობებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალისხმევას არდავიშურებთ, რათა უფრო მეტმა სამტრედიელმა გვასახელოს.''