×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ზამთრის სეზონის მოახლოების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ნოემბრისთვის კარგი მეტეოროლოგიური პირობები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი წილი დაასრულოს.

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურაბ გოგიასთან ერთად რეგიონებში განსახორციელებელი ფონდითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით დაგეგმილი სამუშაოები დაათვალიერა.

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც 1800 გრძივი მეტრი ორფენიანი, ასფალტირებული მონაკვეთი ქალაქის მოსახლეობას ე.წ. ბაძგნარის დასახლებასთან, ხორავას ქუჩასთან, ეწერის, იანეთისა და დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებთან უმოკლეს დროში დააკავშირებს.

გარდა ამისა გრიბოედოვის ქუჩის მოწესრიგება ხელს შეუწყობს 80–იანი წლებიდან სამტრედიაში ამ ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო ზონის აღდგენა განახლებას, რაც ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის ბიზნესს და კერძო ინვესტიციების მოზიდვას.

პროექტის პირველი ეტაპი აღნიშნული მონაკვეთის ხე–მცენარეებისგან და მყარი ნარჩენებისგან გათავისუფლებას დაეთმო. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ნოემბრის შუა რიცხვებში ასფალტო–ბეტონის საფარიც დაიგება.

ამ ეტაპზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მოწესრიგება ხორციელდება სოფელ ღანირში კეკელიებისა და ფრანგიშვილების უბანში, სადაც წლების განმავლობაში ითხოვდა პრობლემის მოწესრიგებას. ჯამში ამ მონაკვეთზე 2900 გრძივი მეტრი გზის საფარი დაიგება.

,,33 წელია აქ ვცხოვრობ და ასფალტირებული გზა ჩვენ არ გვქონია. ძალიან გახარებულია სოფლის მოსახლეობა. მადლობა მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და ხელისუფლებას ასეთი ხარისხიანი და მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი პროექტებისთვის“ აცხადებს ჩვენთან საუბარში ღანირში მცხოვრები მარინა მელაშვილი.

ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულთან ერთად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება დიდ ჯიხაიშსა და ბაშში. ,,ხელისუფლებისთვის მთავარი საზრუნავი კმაყოფილი მოსახლეობაა. ჩვენ ვცდილობთ ყველა დაგეგმილი პროექტი მოქალაქეების საჭიროებებს მოვარგოთ და ამით მათი საყოფაცხოვრებო პირობები მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა და ჩვენ ამ გამოწვევას მომავალშიც გავითვალისწინებთ’ აღნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე. პროექტების მიმდინარეობას, მერთან ერთად პერმანენტულად აკვირდება ზედამხედველობის სამსახური, რომლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროექტების შესრულება გეგმის მიხედვით ხორციელდება

 

სამტრედიაში საგზაო და სამრეწველო ზონის მოსაწესრიგებელი პროექტები აქტიურად ხორციელდება
 
სამტრედიაში საგზაო და სამრეწველო ზონის მოსაწესრიგებელი პროექტები აქტიურად ხორციელდება
 
სამტრედიაში საგზაო და სამრეწველო ზონის მოსაწესრიგებელი პროექტები აქტიურად ხორციელდება
 
სამტრედიაში საგზაო და სამრეწველო ზონის მოსაწესრიგებელი პროექტები აქტიურად ხორციელდება
 
სამტრედიაში საგზაო და სამრეწველო ზონის მოსაწესრიგებელი პროექტები აქტიურად ხორციელდება
 
სამტრედიაში საგზაო და სამრეწველო ზონის მოსაწესრიგებელი პროექტები აქტიურად ხორციელდება
 
სამტრედიაში საგზაო და სამრეწველო ზონის მოსაწესრიგებელი პროექტები აქტიურად ხორციელდება
 

 

ნახვა: 840

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი