სამტრედიაში, თედო კაკულიას სახელობის სტადიონზე, ,,სახელმწიფო რწმუნებულის თასზე“ მინი ფეხბურთის ტურნირის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა სამტრედილების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა, ორივე გოლი სტუმართა კარში ლაშა ნიკოლეიშვილმა გაიტანა. შეხვედრას სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ტურნირში იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები ღებულობენ მონაწილეობას.
ტურნირის გამარჯვებულს სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა.