„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით იგეგმება ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ჩატარება ქალაქ ქუთაისში.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის განხორციელება მიზნად ისახავს ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლება/გადამზადებას, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარებას. კურსი შედგება 14 მოდულისგან და ჩატარდება მიმდინარე წლის სექტემბერინოემბრის პერიოდში. გთხოვთ, ხსენებული კურსის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოთ შესაძლო დაინტერესებულ პირებში.