"საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება.
75 აღსაზრდელზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
დავით ბახტაძე - ,,დასრულებულუა შენობის სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება და მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება.
მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ახალი პროგრამა, რომლის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ამ კუთხით სამტრედიაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სულ მალე დაიწყება კიდევ ერთი ბაგა-ბაღის მშენებლობა. ჩვენი მიზანია მომავალი თაობა ღირსეულ პირობებში გაიზარდოს".