მუნიციპალიტეტის სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს კახა ნადირაძესთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვაჟა სტურუასთან ერთად, ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას „ღანირი კინოსა და თეატრში“ დაესწრო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან ერთად ფრენბურთის ტურნირს დაესწრო. 2011–2012 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის ფრენბურთის ტურნირი „თანამეგობრობის თასი 2026–2027“ სამტრედიის სტადიონის დახურულ დარბაზში გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში ოფროუდ შეჯიბრი „SAMTREDIA OPEN 2026“ მიმდინარეობს, რომელიც 17 და 18 ოქტომბერს იმართება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ანზორ მაჩიტიძის სახელობის რიგით მეცხრე საჭადრაკო მემორიალი გაიმართა. ორდღიან ტურნირში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 200-მდე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის მოადგილე დავით შენგელიასთან, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამტრედიის სერვისცენტრის მენეჯერ პაატა კაშიასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიება „ნიკოობა 2026“ გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. სოფელ კეთილაურში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ბახტაძესთან და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.























