×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

დასრულდა მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და წელს 129 წელი უსრულდება.

ქალაქ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894 წელს სამტრედიაში აშენებული საორთქმავლო დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გაიხსნა.

სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.

სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა 330 მოსწავლეზეა გათვლილი და სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.

დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის, 330-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებს სწავლას.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 3,9 მილიონი ლარია.

 

სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტიაცია განხორციელდა
 
სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტიაცია განხორციელდა
 

Hits: 1794

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive