×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები ტარდება.

პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 800-მდე სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80-მდე სკოლა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ჩხენიშის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 24 საჯარო სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე 16 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენდება 4 ახალი საჯარო სკოლა.

გერმანული ბანკის KFW დაფინანსებით მაისის თვიდან იწყება სრული რეაბილიტაცია სსიპ ქალაქ სამტრედიის N2 საჯარო სკოლის.

აპრილის ბოლოდან იწყება N1, N10 და იანეთის საჯარო სკოლის შენობების სრული რეაბილიტაცია, ხოლო N4, N9, ნაბაკევისა და ტოლების საჯარო სკოლების მშენებლობა. დეკემბრიდან გაგრძელდება N6,N7 და დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის შენობების სრული რეაბილიტაცია, გერმანული ბანკის KFW დაფინანსებით იგეგმება 16 საჯარო სკოლის შენობების სრული რეაბილიტაცია.

ჩხენიშში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, თინათინ ხარძიანთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბახტაძე - ,,ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით როგორც ყველა მიმართულებით, ასევე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები გვაქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ. პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური ღონისძიებები ტარდება.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ყველა არსებულ საჯარო სკოლაში იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, რისთვისაც არის სწორედ პრემიერის პროგრამა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს."

 

სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
სამტრედიაში სოფელ ჩხენიშში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 

Hits: 595

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive