×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით და 9 აპრილის სიმბოლო - წითელი ტიტებით შეამკეს.

დავით ბახტაძე - ,,დღევანდელი დღე არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. 9 აპრილის გმირებმა გვიჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს. მადლობა თავისუფლებისთვის."

გმირთა მემორიალთან მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური პერფომანსი წარმოადგინეს.

34 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უამრავი ადამიანი დაზარალდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
 
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
 
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
 
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
 
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
 

Hits: 2576

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive