×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან ერთად, ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა სკოლას საჩუქრად თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

დავით ბახტაძემ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ჭაგნის საჯარო სკოლის მრავალწლიან ისტორიასა და საგანმანათლებლო ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

„150 წლის იუბილე მნიშვნელოვანი და საამაყო თარიღია როგორც სკოლისათვის, ისე მთელი მუნიციპალიტეტისთვის. ჭაგნის საჯარო სკოლა მრავალი წელია ემსახურება მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდას. ვულოცავ სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებსა და სოფლის მოსახლეობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ვუსურვებ სკოლას წინსვლას, განვითარებასა და კიდევ მრავალ წარმატებულ თაობას“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

 

ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცეს
 
ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცეს
 
ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცეს
 
ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცეს
 
ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცეს
 
ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცეს
 

 

Hits: 12

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive