×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიაში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ფონდების დაფინანსებით, მოსახლეობის პრიორიტეტებზე მორგებული პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს რამდენიმე ლოკაციაზე.

სრული რეაბილიტაცია უტარდება საცურაო აუზს და ე.მანჯგალაძის სახელობის მინი სტადიონს.

აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ე.მანჯგალაძის კულტურის ცენტრში.

ახალი ბაღი შენდება იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი სკოლა შენდება ნაბაკევში, მიმდიბარეობს ჩხენიშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

ფასადების მოწყობა და გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს ლ. თევზაძის N2 და N4 ბინების. სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი ბინების გადახურვა მიმდინარეობს, ასევე ლ. თევზაძის 61-ში, წერეთლის პირველში და ვაზისუბნის ე.წ. მეურნეობის კორპუსების.

სამეგრელოდან ქალაქის შემოსასვლელი, ავტოსადგურის ტერიტორიამდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე ღობეებით, რაც ქალაქის იერსახეს ფუნდამენტურად შეცვლის.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

,,ძლიერმა ქარმა ჩვენს კორპუსს სახურავი გადახადა. იმ დღესვე მობრძანდა მუნიციპალიტეტის მერი და მყისიერი რეაგირება მოახდინა ზარალის აღსადგენად. თავდაუზოგავად მუშაობენ ბიჭებიც. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის," აღნიშნა მოქალაქე ცაცა კუპრავამ.

როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

პროექტები, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის სამტრედიის იერსახეს
 
Hits: 744

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive