×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინეტრესების და მოთხოვნების გათვალისწინებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა.

ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამიშაოები მიმდინარეობს N 23 და N 40 ქუჩებზე, პარარელურად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 21-ე ქუჩიდან ჭაგნის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზა ჯიხაიშს რამდენიმე სოფელთან დააკავშირებს.

სტიიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ამ ეტაპზე დაზიანებილი მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების აღდგენა მიმდინარეობს. მთლიანად იცვლება სახურავი სოფელ ვაზისუბანში არსებულ ორ მრავალბინიან კორპუსში.

მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარ დეპუტატათან, ილია მჟავიასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოხატეს, სტიქიის სალიკვიდაციოდ დროული რეაგირებისთვის, ასევე სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე მერიდან სრული მხარდაჭერა მიიღეს. როგორც მერმა განმარტა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა პრობლემა და ადგილობრივების თხოვნა გათვალისწინებული იქნება.

 

სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
 
სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
 
სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
 
სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
 

Hits: 1206

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive