სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტულ დარბაზში 2008-2009 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი (დასავლეთ საქართველოს ჯგუფი) ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„მოხარული ვართ, რომ სამტრედია კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. მსგავსი ჩემპიონატები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტული უნარების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები საინტერესო და სანახაობრივ შეხვედრებს იხილავენ,“ — განაცხადა დავით ბახტაძემ.
ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი — სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია.
ტურნირის გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს..














