×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან, ლაშა ნიკოლეიშვილთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, კახა ნადირაძესთან ერთად, ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ქალაქში ჯამში 106 მრავალბინიანი კორპუსია და ადგილობრივი ხელისუფლების მიზანია, ეტაპობრივად ყველა კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდეს, რათა ქალაქის იერსახე თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

ამ ეტაპზე ერთდროულად დაახლოებით 12 კორპუსზე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო ჯამში უკვე 34 მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია დასრულებულია.

სამუშაოები მიმდინარეობს ძმები ნინუების ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, თამარ მეფის ქუჩასა და ლაშა თევზაძის ქუჩაზე. მუნიციპალიტეტში ასევე გრძელდება ახალი პროექტების დაგეგმვა, რათა სარეაბილიტაციო პროცესი მომავალ პერიოდშიც აქტიურად გაგრძელდეს.

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
 
Hits: 87

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive