×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - Fichtner Water & Transportation GmbH (Consortium Manager), Fichtner GmbH & Co. KG (Consortium Partner)-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა..

შეხვედრაზე მხარეებმა სამტრედიაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს.

იმერეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქ. სამტრედიაში, ქ. ვანსა და ქ. ბაღდათში განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში დაგეგმილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, იგეგმება წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. 

გარდა წყალმომარაგების მასშტაბური სამუშაოებისა, პროექტი სანიაღვრე სისტემების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, იმერეთის მუნიციპალიტეტის სამივე ქალაქში საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგება და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სამუშაოებისთვის დაახლოებით, 100 მილიონი ევროა განსაზღვრული.

დავით ბახტაძე -,,ათეულობით წლების განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მწვავე პრობლემად დგას წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის საკითხი. უკვე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა პროექტის განხორცილების მიზნით, რათა სამომავლოდ განხორციელდეს წარმატებული პროექტი მუნიციპალიტეტში კომუნალური ინფრასრუქტურის მიწყობის მიზნით."

 

სამტრედიაში,  განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა
 
სამტრედიაში,  განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა
 
სამტრედიაში,  განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა
 

Hits: 2475

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive