×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია სამტრედიაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 2022 წლიდან დღემდე ქალაქში 36 მრავალბინიან კორპუსს ჩაუტარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მათ შორისაა კოსტავას, ჭავჭავაძის, თამარ მეფისა და ლაშა თევზაძის ქუჩები, ასევე რკინიგზელთა დასახლებაში მდებარე კორპუსები, სადაც 10-ზე მეტ შენობას ახალი სახურავი დაემატა.

პროექტი გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქალაქის იერსახის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა მერიისა და მისი გუნდის პრიორიტეტად რჩება.

ამ ეტაპზე, ლაშა თევზაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია ქუჩის დასაწყისის ნაწილი და მიმდინარეობს სამი კორპუსის — №23, №25 და №27 — ფასადების რეაბილიტაცია. იმავე ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მალე დაიწყება თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე №38 კორპუსის რეაბილიტაციაც.

მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის მასშტაბით არსებული ასზე მეტი მრავალბინიანი კორპუსის სრული განახლება, რაც მოიცავს არა მხოლოდ ფასადების რეაბილიტაციას, არამედ საკომუნიკაციო სისტემებისა და სხვა ინფრასტრუქტურული დეტალების მოწესრიგებასაც. მიმდინარე სამუშაოები მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია
 

 

Hits: 179

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive