×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინა ხარძიანთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს.

დავით ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ განათლება ყოველთვის იყო და მომავალშიც დარჩება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. მან მოსწავლეებს ახალი მიზნებისა და მიღწევებისკენ სწრაფვა უსურვა, პედაგოგებს კი მადლობა გადაუხადა თავიანთი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები. აშენდა და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი და 5 საჯარო სკოლა, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სასწავლო გარემოს როგორც პატარა ბავშვებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თქმით, განათლებაში ინვესტირება პირდაპირი ინვესტიციაა სამტრედიის მომავლის განვითარებაში, რადგან განათლებული თაობა წარმოადგენს ძლიერი და წარმატებული ქვეყნის საფუძველს.

 

ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში
 

 

Hits: 260

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive