×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ოთხი ძირითადი მდინარისა და არხის — ლოღობის, ჭურთავას, ფერჩხულას და ეწრის დამშრობი არხის გაწმენდისა და გაფართოების მასშტაბური სამუშაოები. მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან ერთად გაეცნო.

წლების განმავლობაში, ძლიერი ნალექებისა და უამინდობის დროს, სწორედ ამ არხებიდან და მდინარეებიდან წამოსული წყლის ნაკადები სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ხშირი დატბორვები ზიანს აყენებდა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე ინფრასტრუქტურას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად აღმოიფხვრება და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით.

მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში შეიქმნება თანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.

სამტრედიაში მდინარეებისა და არხების გაწმენდისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 
Hits: 283

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive