×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

ბოლო პერიოდში აღნიშნულ სივრცეში ჩატარდა ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები — მოეწყო ტრიბუნა, ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, გადაიხურა თავლა, რაც მაყურებელთათვის კომფორტულ პირობებს ქმნის.

26, 27 და 28 აგვისტოს, მარიამობის აღსანიშნავად, სწორედ ამ განახლებულ იპოდრომზე ჩატარდა სამტრედიის გრან პრი 2025.

საცხენოსნო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ საუკეთესო მხედრები და ცხენები მთელი საქართველოდან. გაიმართა ასპარეზობები ისინდში, ცხენბურთში და წმინდა სისხლის ცხენების დოღში სხვადასხვა დისტანციებზე.

ღონისძიებას მთავარი მსაჯი მერაბ გორგასლიძე ხელმძღვანელობდა. ორგანიზატორები იყვნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სამტრედიის იპოდრომი და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია.

მარულაში (5 წრე, დისტანცია 6 კმ) გამარჯვება მოიპოვა მხედარმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა ცხენით ესპერანსა (სამტრედია). წარმატება სამტრედიელ მხედრებს ასევე ისინდშიც ჰქონდათ.

საბოლოოდ, 66 ქულით გუნდური პირველი ადგილი და სამტრედიის გრან პრი 2025 მოიპოვა სამტრედიის საცხენოსნო კლუბმა.

ღონისძიებას დაესწრო სამტრედიის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. მერმა პირადად დააჯილდოვა გამარჯვებულები და მათ ფულადი პრიზები გადაეცათ.

სამტრედიაში, ილორში მდებარე განახლებულ იპოდრომზე, ქართული ცხენოსნობის ზეიმი გაიმართა
 
Hits: 445

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive