×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მოეწყობა.

შესაბამის დოკუმენტს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი გაფრენის დარბაზში განთავსდება და ერთდროულად 70 ადამიანის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შესვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისის აეროპორტში — საერთაშორისო სტანდარტის ახალი სივრცე მგზავრებისთვის
 
Hits: 1507

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive