სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის მხარდაჭერით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მერიასთან არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის წევრებისთვის შემეცნებითი ხასიათის ინფო-ტური მოეწყო.
მსურველებმა მოინახულეს ტელეფისის ციხე, გამოჩინებულის (ზანდოს) წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
ტური შემეცნებითი ხასიათის იყო და ახალგაზრდები ღირსშესანიშნავი ადგილების ისტორიას და მათ მნიშვნელობას გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ახალგაზრდებს მეგზურობა გაუწია, პრეზენტაციის სახით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ირგვლივ და ტელეფისის ციხის ისტორიულ მოვლენებზე ესაუბრა.
მერიის ინიციატივით, ახალგაზრდებისთვის მსგავსი შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები პერიოდულად ეწყობა.