აგვისტოს ომის სამტრედიელი გმირების ლაშა თევზაძის, მარლენ ბარამიას, ლევან მელქაძისა და ავედიკ ლომიძის ხსოვნის ტურნირში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა ჯამში 11 გუნდი ჩაერთო.
თამაშები სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტული კომპლექსის ბაზაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებულ სათადარიგო საფეხბურთო მოედანზე ოთხი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს იანეთისა და ქალაქის გუნდებს შორის გაიმართა.
იანეთის გუნდმა ფინალური შეხვედრა ანგარიშით 3:1 მოიგო, ტურნირის გამარჯვებულს თასი და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცა. დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილოსანი გუნდები. ტურნირის დახურვას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
დავით ბახტაძე - ,, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ - ერთი ტრაგიკული ფურცელი და ამავდროულად გმირობის უბადლო მაგალითია აგვისტოს მოვლენები. ამ ომში სამტრედიამ ოთხი მებრძოლი დაკარგა, მათი სულების უკვდავსაყოფად ჩავატარეთ ფეხბურთის ტურნირი, რომელიც ასევე ემსახურება მიზანს მუნიციპალიტეტში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას. ვულოცავ იანეთის გუნდს გამარჯვებას და მონაწილე გუნდებს მადლობას ვუხდი აქტიური ჩართულობისთვის.