×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

დღეს სამტრედიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების სწორად გათვლილი პრიორიტეტების შედეგად სამტრედიას კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად გამართული ობიექტი შეემატა.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტულ კომლექსს დღეიდან ახალი საფეხბურთო მოედანი და სრულად რეაბილიტირებული საცურაო აუზი შეემატა.

ობიექტის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გუბერნიის და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის წარმომადგენლობა ესწრებოდა.

"დღეს ჩვენ ვხედავთ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და მიზნობრივად შერჩეული პროექტის სანიმუშო მაგალითს. მადლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და მის გუნდს პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრისთვის. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით ვულოცავ სამტრედიას კიდევ ერთ ახალ ობიექტს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ,“ აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ.

დავით ბახტაძე – ,,პროექტის პირველი ეტაპი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საკონკურსო გამარჯვების შედეგად დაფინანსდა, მეორე ეტაპი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდა, რამაც მოგვცა ასეთი დონის პროექტი. ვულოცავ ყველა სამტრედიელს ქალაქში თანამედროვე სპორტული კომპლექსის ფუნქიონირებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ საქმეში დაუღალავი შრომა ჩადო და პროექტი დროულად და ხარისხიანად დასრულდა. გპირდებით, სამტრედიელები კიდევ მრავალჯერ გაიხარებენ არაერათი პროექტით.“

დღეს სამტრედიაში იმყოფებოდა ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე, რომლემაც სამტრედიას რეგიონში საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით გამორჩეულობისთვის საპატიო სიგელი გადასცა.

საცურაო აუზის გახსნის ცერემონია არაჩვეულებრივი პერფორმანსით გააფორმა სსიპ სამტრედიის N2 საჯარო სკოლამ.

 

სამტრედიაში საცურაო აუზი და ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა
 

 

Hits: 3057

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive