×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

დღეს, 3 ოქტომბერს დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული ,, ნიკოობა 2023'' გაიმართა.

ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო 180 წლის თარიღი მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიებებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოეწყო სახალხო სეირნობა და ღია კარის დღე, ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ნიკოლაძეები და ფოტოგრაფია".

ახალგაზრდა გიდებმა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ვიზიტორებს მეგზურობა გაუწიეს.

ჩატარდა ერთობლივი თამაშის სეანსი ჭადრაკში, რომელიც საერთაშორისო დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ გამართა. ასევე მოეწყო კონფერენცია ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით.

უამინდობის გამო ღინისძიებების ნაწილს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა, სადაც დღის მეორე ნახევარში სამტრედიელი მხატვრების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. ჩატარდა თეატრალიზებული წარმოდგენა „მოგზაურობა ნიკოს ეპოქაში“ - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.

ნიკოობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდა. მუსიკალური ნომრები წარადგინეს კვარტეტმა „რანინა"-მ და ჯგუფმა „ალეგრო"-მ.

დავით ბახტაძე-,,ჩვენთვის დიდი პატივია ვიზეიმოთ დროს გასწრებული მამულიშვილის დიდი ნიკოს საიუბილეო 180 წლის თარიღი. პატივია ისიც, რომ სამტრედიაში დიდ ჯიხაიშში ნიკოლაძეების მამულში შეგვიძლია ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა. დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი საპატიო სტუმრებს ერთობლივად მასპინძლობს. მიმდინარეობს საიუბილეო ღონისძიებები, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება რომ ვიზიტორებს მეგზურობა ახალგაზრდა გიდებმა გაუწიეს. პროექტის ფარგლებში რომელიც მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ხორციელდება.''

 

სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 
სამტრედიაში სახალხო დღესასწაული
 

Hits: 2473

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive