×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთისა და სომხეთის ოფიციალურ დელეგაციებს უმასპინძლა.

ვიზიტის დღე სამუშაო შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ირგვლივ სხვადასხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა გაიმართა ახალი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც პრაქტიკოსთა საერთაშორისო პარტნიორობის ქსელის (PractNet) ორგანიზებითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პირველი ფაზა განხორციელდა სომხეთში, ლორის რეგიონში 2023 წლის ივნისში, ხოლო შემდეგი ეტაპი ხორციელდება საქართველოში, 17-22 სექტემბერს და აღნიშნულ ეტაპზე პროექტის მონაწილეები ეწვივნენ პროექტში მონაწილე ქართულ მუნიციპალიტეტებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეულია 3 ძირითადი მიმართულება, რომლებზეც ესტონელი ექსპერტები იმუშავებენ მუნიციპალიტეტებთან: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალიტეტის ინდუსტრიული ზონების განვითარება და მეწარმეობის განვითარება სოფლად.

ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, დელეგაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურა და ლოკაციები დაათვალიერებინა.

მერმა, ესტონურ დელეგაციასთან კონკრეტული იდეები განიხილა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმები დასახა. ვიზიტის ბოლოს ესტონეთის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის.

დავით ბახტაძე -,, რამოდენიმე ხნის უკან სამი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესტონეთში ვიყავით სამუშოა ვიზიტით და დღემდე უამრავი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ესტონეთის გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მუნიციპალიტეტისთვის ბევრ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ესტონეთის მაგალითზე. ვგეგმავთ სამრეწველო და საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას. ამასთანავე, ესტონელ კოლეგებთან ქალაქის დაგეგმარების პროექტის შექმნაზე ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მადლობა ესტონელ მეგობრებს."

პროექტის ხელმძღვანელობის და ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით პროექტის ერთ–ერთი მონაწილედ სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სწორედ მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის დიდი ინტერესისა და აქტიურობის გამო შეირჩა.

 

სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 
სამტრედიაში ვიზიტით ესტონეტის დელეგაცია იმყოფებოდა
 

Hits: 1120

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive