×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს სხვა სასწავლო დაწესებულებებში, 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო.

სკოლებში დილიდან საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო სკოლების ღონისძიებებს დაესწრო და მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

სამტრედიის მე- 7 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს ნაზიბროლა ადეიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

55 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე კადრს , ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგს ნაზიბროლა ადეიშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სიგელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები დაიწყოს. პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 800-მდე სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80-მდე სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები მიმდინარეობს. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში დაიწყო მე-4, ნაბაკევის და ტოლების საჯარო სკოლების მშენებლობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და 15 სექტემბერს იხსნება მე-12 საჯარო სკოლა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჩხენიშის საჯარო სკოლაში, ხოლო დასრულდა მე-2 საჯარო სკოლის შერწყმული სკოლის რეაბილიტაცია.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 9 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

სამტრედიის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება სხვადასხვა ღინისძიებებით აღინიშნა
 
სამტრედიის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება სხვადასხვა ღინისძიებებით აღინიშნა
 
სამტრედიის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება სხვადასხვა ღინისძიებებით აღინიშნა
 
სამტრედიის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება სხვადასხვა ღინისძიებებით აღინიშნა
 

Hits: 2464

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive