სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია
Fichtner Water & Transportation GmbH (Consortium Manager), Fichtner GmbH & Co. KG (Consortium Partner)-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული კომპანია სამტრედიის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის, კანალიზაციისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისთვის საპროექტო ამზადებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამტრედიაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
იმერეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქ. სამტრედიაში, ქ. ვანსა და ქ. ბაღდათში განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლოსთვის იგეგმება სამუშაოების შესყიდვის ტენდერის გამოცხადება.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, იგეგმება წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, იმერეთის სამივე ქალაქში უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხისხიანი წყალმომარაგება, ასევე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
პროექტი საქართველოს მთავრობის და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დავით ბახტაძე -,,ათეულობით წლების განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მწვავე პრობლემას წარმოადგენს წყალკანალიზაციისა და წყალარინების ქსელების მდგომარეობა. ცენტრალური ხელისუფლებისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დახმარებით ქმედითი ღონისძიები ტარდება მუნიციპალიტეტში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაობის განხორციელების მიზნით."