მუნიციპალიტეტის სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ სამტრედიაში 450 მოსწავლეზე გათვლილი №4 საჯარო სკოლის მშენებლობას ასრულებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო და პოეტს იუბილე მიულოცა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ქალაქ სამტრედიასა და ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს მერის მოადგილემ დავით შენგელიამ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელმა ლაშა ნიკოლეიშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კახა ნადირაძემ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალს დაესწრო. მატჩი თამარ მეფის ქუჩაზე, თედო კაკულიას სახელობის მინი სტადიონზე გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაფინანსების ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია. პატრიარქმა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელიც ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა.
ინიციატივის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სხვადასხვა სახეობის 386 ნერგი დარგეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, ვახტანგ ხელისუფალისა და მილერი ქიშმარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელბურთის 22-ე საერთაშორისო ტურნირის გახსნას დაესწრო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „ახალგაზრდული ფესტივალი 2026“ გაიმართა. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ სსიპ ახალგაზრდული სააგენტოსგან მოპოვებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა.























